
ძლიერი წვიმის გამო ბათუმში ქუჩები დაიტბორა
27/10/2022 13:50:47 საზოგადოება
ძლიერი წვიმის გამო ბათუმში ქუჩები დაიტბორა.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, მიმდინარეობს სანიაღვრე ჭებისა და არხების გაწმენდითი სამუშაოები.
შემოერთებულ ტერიტორიაზე დაფიქსირდა მიწის მასის ჩამოშლა.
მერიის ინფორმაციით, წყლის დროულად გადინების მიზნით, გახსნილია ზღვაში გამსვლელი ყველა სანიაღვრე არხი.