რუსეთში პირველად აღძრეს სისხლის სამართლის საქმე სამხედრო ბრძანების შეუსრულებლობისთვის
27/10/2022 11:37:56 მსოფლიო
რუსეთის ერთ-ერთ რეგიონში სამხედრო საგამოძიებო დეპარტამენტმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე ომის დროს ბრძანების შეუსრულებლობის ფაქტზე. ამის შესახებ რუსული უფლებადამცველი ჯგუფის „აგორას“ ხელმძღვანელმა პაველ ჩიკოვმა განაცხადა. ეს მსგავსი შინაარსის პირველი სისხლის სამართლის საქმეა რუსეთში.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა სამხედრო მოსამსახურემ არ შეასრულა უფროსის ბრძანება უკრაინაში „მივლინებით გამგზავრების“ შესახებ, რითაც უარი თქვა ბრძოლაზე.
როგორც განმარტაენ, ომის საწყის ეტაპზე ე.წ. „კონტრაქტორები“ სარგებლობდნენ კანონიერი უფლებით, უარი ეთქვათ ომში მონაწილეობაზე. სისხლის სამართლის მუხლი, რომლითაც ეს საქმე აღიძრა, სახელმწიფო სათათბირომ უკრაინაში ომისთვის რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ შმიიღო. ის თავისუფლების ორიდან სამ წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სტავროპოლში ამოწმებენ ორ მორწმუნეს, რომელთაც უარი განაცხადეს ომში მონაწილეობაზე რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე.


