Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი: "მტრის შეტევა დონეცკის და ლუგანსკის ოლქების 7 დასახლებულ პუნქტთან მოგერიებულია"

უკრაინის გენშტაბი: "მტრის შეტევა დონეცკის და ლუგანსკის ოლქების 7 დასახლებულ პუნქტთან მოგერიებულია"

27/10/2022 06:42:11 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის ერთ და დონეცკის ოლქის ექვს დასახლებულ პუნქტთან.

"მოწინააღმდეგე ცდილობს დროებით დაპყრობილი ტერიტორიების შენარჩუნებას, ცალკეულ მონაკვეთებზე უკრაინის თავდაცვის ძალების შეკავებას და შეტევას ბახმუტის და ავდეევკის მიმართულებებით", – იუწყება გენშტაბი.

მის ცნობით, ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 4 სარაკეტო და 18 საავიაციო დარტყმა და 56 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. დარტყმები განხორციელდა ქალაქებზე კუპიანსკზე, დრუჟოვკასა და ზაპოროჟიეზე.

"უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ განახორციელა 5 დარტყმა და დადასტურებულია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების თავმოყრის 1 ადგილის, 3 საყრდენი პუნქტის და 1 საზენიტო სარაკეტო კომპლექსის განადგურება. უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსეთის არმიის 1 ვერტმფრენი და 17 უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის 4 მართვის პუნქტი, ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 8 ადგილი და საბრძოლო მასალების 3 საწყობი", – აცხადებენ გენშტაბში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ზაპოროჟიეს ოლქის დროებით დაპყრობილ ტერიტორიაზე გრძელდება რუსეთის მიერ მობილიზებულთა ჩაყვანა, თუმცა, მათ არ აქვთ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის სურვილი და მოტივაცია და არის დეზერტირობის შემთხვევები.

გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის კერძო სამხედრო კომპანიები განაგრძობენ დანაკარგების შევსებას პატიმრების, კერძოდ, ქალაქ ულიანოვსკის კოლონიაში მყოფი მსჯავრდადებულების დაქირავებით. უკრაინული მხარის მონაცემებით, საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე თანხმობას აცხადებენ ძირითადად, მკვლელობის, გაუპატიურების და ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის გასამართლებული პირები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S