Accentnews.ge
აშშ-მა მოლდოვაში 9 ფიზიკურ და 12 იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა

აშშ-მა მოლდოვაში 9 ფიზიკურ და 12 იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა

27/10/2022 06:34:42 მსოფლიო

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, აშშ-მა მოლდოვაში "რუსეთის ბოროტი გავლენის მქონე" 9 ფიზიკურ და 12 იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.

სანქცირებულთა შორის არის მოლდოვის ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენელი, ბიზნესმენი და ოლიგარქი ვლადიმირ პლახოტნიუკი. იგი მოლდოვის "დემოკრატიული პარტიის" ხელმძღვანელი იყო და აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, იგი პოლიტიკურ და ბიზნეს ოპონენტებზე თავდასხმებს ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებზე კონტროლით ცდილობდა. პლახოტნიუკმა მოლდოვა 2019 წელს დატოვა და ახლა თურქეთში ცხოვრობს.

სანქციები შეეხო ილან შორსაც, მოლდოველ ბიზნესმენსა და ოლიგარქს, რომელიც აშშ-ის ცნობით, რომელსაც 2017 წელს 1 მილიარდი დოლარის თაღლითობის საბანკო სკანდალის გამო გაასამართლეს. შორი ქვეყნიდან გაიქცა და ახლა ისრაელში ცხოვრობს. მისმა მხარდამჭერებმა კიშინიოვში მოლდოვის პროდასავლელი ლიდერების წინააღმდეგ ბოლო პერიოდში 6 საპროტესტო აქცია გამართეს.

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ აშშ-ს სანქციებისთვის მადლობა გადაუხადა.

"მადლობას ვუხდი ყველას, ვინც კორუმპირებული მაღალჩინოსნების დასჯაში მიიღო მონაწილეობა. იმედი მაქვს ეს სანქციები იქნება მაგალითი მოლდოვის სასამართლო სისტემისთვის, რომელიც საბოტაჟი მოახდინა და აჭიანურებდა სისხლისსამართლებრივ დევნას, სასამართლო საქმეებს, კორუფციის აღკვეთას და ფულის დაბრუნებას პლახოტნიუკის, შორის და სხვა კორუმპირებული მაღალჩინოსნებისგან“, - განაცხადა სანდუმ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S