
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ ყაფლანიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს
27/10/2022 05:53:11 საზოგადოება
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ ყაფლანიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს.
სამოქალაქო პანაშვილი ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართება.
მიხეილ ყაფლანიშვილი 21 ოქტომბერს ლუგანსკში სადაზვერვო ოპერაციის დროს დაიღუპა.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აგრესორთან ბრძოლას 22 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.