Accentnews.ge
რუსეთიდან საჯარო მოხელეებიც გარბიან – მედია

რუსეთიდან საჯარო მოხელეებიც გარბიან – მედია

26/10/2022 16:21:27 მსოფლიო

მას შემდეგ, რაც რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის პირობებში გაწვეული მოსკოვის მერიის თანამშრომელი დაიღუპა, უწყების თანამშრომლების 30%–მა ქვეყანა დატოვა,– იუწყება გამოცემა «Верстка».

„თანამშრომლები ძირითადად შვებულებაში გადიან და აღარ ბრუნდებიან“–უამბობენ გამოცემას წყაროები.

როგორც ირკვევა, მოსკოვის მთავრობის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ალექსეი მარტინოვი 23 სექტემბერს დაექვემდებარა მობილიზაციას. ის მაშინვე გაგზავნეს ფრონტზე. მისმა გარდაცვალებამ მძიმე გავლენა მოახდინა მერიის თანამშრომლებზე.

ერთ-ერთი თანამოსაუბრის თქმით, ყველაზე მეტი თანამშრომელი უმსხვილესმა დეპარტამენტებმა დაკარგეს. ზოგიერთ განყოფილებაში რუსეთიდან წასულ თანამშრომელთა რაოდენობა 20-30%-ს აღწევს. ძირითადად, ესენი არიან პროგრამისტები, სისტემის ადმინისტრატორები და IT –დეპარტამენტების სხვა თანამშრომლები. ამის გამო მეტროპოლიტენის განყოფილება განიცდის IT – სპეციალისტების ნაკლებობას. სხვა თანამშრომლებს არ აძლევენ საშუალებას, გამოიყენონ ელექტრონული დოკუმენტები.

როგორც იუწყებიან, მერიის რიგით თანამშრომლებს დაპირებული „ბრონი“ დროულად არ მიაწოდეს, ამიტომაც მიემგზავრებიან თანამდებობის დატოვებისა და ხელმძღვანელების ინფორმირების გარეშე. მათგან ნაწილი მალევე გაათავისუფლეს სამსახურებიდან, ხოლო ნაწილს დისტანციურად მუშაობის საშუალება მისცეს, ვიდრე შემცვლელს მოუძებნიან. უმეტესობა მიდის შუა აზიის ქვეყნებში: ყაზახეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში.

გამოცემის ცნობით, ქვეყანას ფედერალური უწყებების თანამშრომლებიც ტოვებენ. საუბარია განათლების, ციფრული განვითარების სამინისტროებზე და ცენტრალური ბანკზე. სამინისტროებს დაქვემდებარებული დაწესებულებების ბევრმა თანამშრომელმაც დატოვა ქვეყანა. ისინიც ამბობენ, რომ „ბრონს“ დაპირდნენ, მაგრამ როდისთვის, უცნობია, ამიტომ, შიშობენ, რომ ფრონტზე აღმოჩნდებიან.

24 სექტემბერს, რუსეთისა და ყირგიზეთის ამხანაგური საფეხბურთო მატჩის დროს, ფეხბურთელებთან ერთად ბიშკეკში ჩავიდნენ რუსეთის საფეხბურთო კავშირის აღმასრულებელი კომიტეტის თანამშრომლები. მათგან სულ მცირე ათმა წარმომადგენელმა გადაწყვიტა ყირგიზეთში დარჩენა,– თქვა ინფორმირებულმა წყარომ.

”ჩვენს ხელმძღვანელობას ზოგადად აქვს აკრძალვა ამჟამად თანამშრომლების შორეულ ადგილას გადაყვანაზე, რათა არ გაიქცნენ”, - განუცხადა გამოცემას ფედერალური მთავრობის აპარატის თანამშრომელმა.

მისი თქმით, ყველას ესმის, ვის და რატომ „სჭირდება შვებულება“. თავად მან ჩუმად შეძლო ქვეყნის დატოვება, ვიდრე ხელმძღვანელობა შეამჩნევდა მის არყოფნას.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ათასობით ადამიანმა დატოვა რუსეთი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S