Accentnews.ge
ფინეთი შეძლებს, საკუთარ ტერიტორიაზე განათავსოს NATO–ს ბირთვული იარაღი – მედია

ფინეთი შეძლებს, საკუთარ ტერიტორიაზე განათავსოს NATO–ს ბირთვული იარაღი – მედია

26/10/2022 15:55:26 მსოფლიო

ნატოში ფინეთის წევრობის შესახებ კანონპროექტი არ კრძალავს მის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის ან ალიანსის ბაზების განთავსებას,– ამის შესახებ Iltalehti ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროში წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ აღნიშნა, რომ „სულელური იქნებოდა იმგვარი შეზღუდვების შემოღება, რამაც შესაძლოა, შემდგომში გაართულოს ფინეთის დაცვა“.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰავისტომ და თავდაცვის მინისტრმა ანტი კაიკონენმა პირობა დადეს, რომ ქვეყანა ნატო-ს წევრობის შეთანხმებაში არანაირ აკრძალვასა და დათქმას არ შემოიღებს.

როგორც აღინიშნა, კანონპროექტი, რომელსაც ქვეყნის თავდაცვის, საგარეო, შინაგან საქმეთა სამინისტროები და პრეზიდენტის აპარატი ამუშავებენ, თითქმის მზადაა – განსახილველად ორკვირიან ვადაში წარმოადგენენ.

გამოცემის წყარო თვლის, რომ რომ ამერიკულ F-35ის გამანადგურებლებს, რომელთა შეძენაც ფინეთმა გადაწყვიტა (64 ერთეულის), შეუძლია მათი აღჭურვა ბირთვული იარაღით. ისინი ექსპლუატაციაში 2026 წელს შევა. პირველი გამანადგურებლების განლაგება იგეგმება ქალაქ როვანიემის მახლობლად მდებარე საჰაერო ბაზაზე, რომელიც რუსეთთან საზღვრიდან 150 კილომეტრში მდებარეობს.

თვითმფრინავს აქვს შესაძლებლობა, ზიდოს ქობინი B61-12. როდესაც ფინეთი გახდება ნატოს სრულუფლებიანი წევრი, მას შეეძლება შეუერთდეს ალიანსის ბირთვული დაგეგმვის ჯგუფს. ამ ეტაპზე ქვეყნის თავდაცვის ახალი გეგმის გასაიდუმლოება მოხდება.

ოქტომბრის დასაწყისში ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ანტი კაიკონენმა განაცხადა, რომ "ნატოს წევრობა არ ავალდებულებს ფინეთს, თავის ტერიტორიაზე განათავსოს ბირთვული იარაღი, მუდმივი ბაზები ან ჯარები", მაგრამ აღიარა, რომ ქვეყანა უნდა დასთანხმდეს იმას, რომ ბირთვული იარაღი ალიანსის თავდაცვის ნაწილია.

ფინეთმა შვედეთთან ერთად ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს გააკეთა. მხოლოდ თურქეთსა და უნგრეთს არ მოუხდენიათ ამ ორი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირება. ბუდაპეშტმა პირობა დადო, რომ წლის ბოლომდე დაასრულებს პროცესს. ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა აღნინა, რომ განაცხადის დაბლოკვას არ ელის, თუმცა ანკარამ შეანელოს პროცესი. თურქეთი საკუთარი რიგ პირობებს აყენებს.

გაფართოების ახალი ტალღა გაზრდის ნატოს სახმელეთო საზღვარს რუსეთთან 1300 კმ-ით და საჭიროების შემთხვევაში, გაამარტივებს ბალტიისპირეთის დაცვის ამოცანას. „კონფლიქტის შემთხვევაში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, დავხუროთ ფინეთის ყურე“, – განაცხადა მაისში ლიეტუვას თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S