რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალებმა ბირთვულ დარტყმებში წვრთნა ჩაატარეს – რუსეთის გენშტაბი
26/10/2022 13:56:14 მსოფლიო
რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალებმა საპასუხო ბირთვული დარტყმის თაობაზე წვრთნა ჩაატარეს, – იუწყება რუსეთის პროსახელისუფლებო მედიარესურსი.
ამავე წყაროს ცნობით, სწავლება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ხელმძღვანელობით გაიმართა.
რუსეთის გენშტაბის ცნობით, სწავლებაში ჩართული იყო სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალების მობილური სახმელეთო სარაკეტო კომპლექსი Ярс-ი, ჩრდილოეთ ფლოტის სტრატეგიული წყალქვეშა ნავი „ტულა“, ორი სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-95МС.
სამხედროებმა ბალისტიკური რაკეტები პლესეცკის კოსმოდრომიდან და ბარენცის ზღვის აკვატორიიდან გაუშვეს.
პუტინის ხელმძღვანელობით რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალების წინა წვრთნა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან ინტერვენციამდე რამდენიმე დღით ადრე, 19 თებერვალს ჩატარდა.


