Accentnews.ge
ქსენია სობჩაკმა, დაკავების საფრთხის გამო, რუსეთი დატოვა

ქსენია სობჩაკმა, დაკავების საფრთხის გამო, რუსეთი დატოვა

26/10/2022 13:20:48 მსოფლიო

რუსმა ჟურნალისტმა და მედიამენეჯერმა ქსენია სობჩაკმა, რომელიც შესაძლოა, 26 ოქტომბერს გამოძიებას დაეკავებინა, ქვეყნიდან გამგზავრება შეძლო - წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან ТАСС, "РИА Новости" და "База".

როგორც იტყობინებიან, სობჩაკი მინსკის გავლით ლიეტუვაში გაემგზავრა.

დილით ჩხრეკა დაიწყო სობჩაკის სახლში, რომელიც მდებარეობს მოსკოვის შემოგარენის ელიტურ დასახლებაში. იუწყებოდნენ, რომ ჩხრეკა უკავშირდებოდა სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც აღიძრა სობჩაკის საქმიანობის კომერციული დირექტორის, ახლახან დაპატიმრებული კირილ სუხანოვის წინააღმდეგ. ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ ამავე საქმეზე დააკავეს ჟურნალ "ტატლერის" ყოფილი მთავარი რედაქტორი არიან რომანოვსკი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S