Accentnews.ge
„რუსეთის ამბიციები მზარდ შიშს იწვევს“: როგორ ემზადება ყაზახეთი თავდაცვისთვის

„რუსეთის ამბიციები მზარდ შიშს იწვევს“: როგორ ემზადება ყაზახეთი თავდაცვისთვის

26/10/2022 12:33:07 მსოფლიო

ყაზახეთი ემზადება, მკვეთრად გაზარდოს ინვესტიციები ჯარსა და სამხედრო-მრეწველობაში.

ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ნოემბრის არჩევნების პროგრამის წარდგენისას განაცხადა, რომ უახლოეს წლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა "ჯარისა და მთლიანად ძალოვანი ბლოკის ყოვლისმომცველ მოდერნიზებას.

მისი თქმით, ყაზახეთის წინაშე არსებული საგარეო გამოწვევები „უპრეცედენტოა“.

„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ სახელმწიფო სუვერენიტეტის ხელშეუხებლობა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ჩვენი მოვალეობა და წმინდა ვალდებულება წინაპრების და მომავალი თაობების წინაშე“, - ციტირებს ყაზახეთის პრეზიდენტს „ინტერფაქსი“.

მისი თქმით, დაგეგმილ ღონისძიებებს შორის არის სამხედროების უზრუნველყოფა თანამედროვე იარაღით და აღჭურვილობით, სამხედრო-სამრეწველო სეგმენტის განვითარება, ტერიტორიული თავდაცვის გაძლიერება, ასევე სამხედრო განათლების ხარისხის გაუმჯობესება და ჯარების კოორდინაცია.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ყაზახეთმა გადაწყვიტა, თავდაცვისთვის დამატებით 441 მილიარდი ტენგე გამოყოს. ამგვარად, ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი (1,7 მილიარდი დოლარი იყო გასულ წელს) თითქმის 1,5-ჯერ გაიზარდა.

თანხების ნაწილი გამოიყენებოდა თავდაცვის რეზერვების გასაძლიერებლად, – განუცხადა ყაზახმა ჩინოვნიკმა The Wall Street Journal-ს.

მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ რუსეთის უკრაინაში შეჭრით გაკვეთილი ისწავლა და ხედავს ჯარის რეფორმირების აუცილებლობას, რათა ის უფრო მობილური და მომზადებული იყოს „ჰიბრიდული ომისთვის“, რომელიც შეიძლება, მოიცავდეს საბრძოლო მოქმედებებს, კიბერშეტევებს, დეზინფორმაციას და არჩევნებში ჩარევას.

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის ამბიციები მზარდ შიშს იწვევს, – განუცხადა WSJ-ს ცენტრალური აზიის ქვეყნის კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა:

„ერთია, როცა მათ [კრემლს - რედ.] აქვთ უკრაინა, აღმოსავლეთ ევროპა და ბევრი სხვა, რათა თავს დაესხნენ. უკრაინა არ ყოფილიყო? მაშინ ჩვენ ვიქნებოდით შემდეგი?".

ბალანსირების პროცესში ტოყაევმა იპოვა მოკავშირეები: აპრილში ჩინეთის თავდაცვის მინისტრი ვეი ფენგე ეწვია ყაზახეთს, სადაც მიღწეული იქნა შეთანხმება ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერების თაობაზე; მაისში ტოყაევი გაემგზავრა ანკარაში, სადაც ხელი მოეწერა შეთანხმებას თურქული დრონების წარმოებაზე; ხოლო მოგვიანებით ყაზახეთმა და თურქეთმა სადაზვერვო მონაცემების გაცვლის თაობაზე მიაღწიეს შეთანხმებას.

„ეს რომ უკრაინის ომამდე მომხდარიყო, მას მოსკოვში დიდ დარტყმად მიიღებდნენ. ხოლო ახლა სრულიად წარმოუდგენელია, რომ რუსეთს შეეძლო ყაზახეთისთვის ამის აკრძალვა“,– ამბობს თემურ უმაროვი, კარნეგის საერთაშორისო ცენტრის მკვლევარი.

მისი ხედვით, ომმა, რომელიც ანადგურებს რუსეთს, შექმნა ხელსაყრელი შესაძლებლობა ყაზახეთის მსგავს ქვეყნებისთვის, შეამცირონ რუსეთზე დამოკიდებულება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S