
„ბარსელონას“ ფეხბურთელები საპროტესტო გამოსვლას შეუერთდნენ
18/10/2019 09:31:56 სხვა, მსოფლიო
„ბარსელონას“ მცველი ჟერარ პიკე და ნახევარმცველი უსმან დემბელე კატალონიაში გამოცხადებულ გაფიცვას შეუერთდებიან. შესაბამისად, ისინი „ბარსელონას“ 18 ოქტომბერს დანიშნულ ვარჯიშში მონაწილეობას არ მიიღებენ.
გაზეთ AS-ის ინფორმაციით, ფეხბურთელებმა სოლიდარობა გამოუცხადეს რეგიონის იმ ცხრა პოლიტიკურ ლიდერს, რომლებსაც 2017 წლის რეფერენდუმის მოწყობისთვის ცხრიდან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს.
კატალონიაში პოლიციასთან შეჯახებისას 131 მშვიდობიანი ადამიანი დაშავდა, აგრეთვე 40 პოლიციელი.