Accentnews.ge
შოიგუ "ბინძური ბომბის" თაობაზე ინდოეთისა და ჩინეთის თავდაცვის მინისტრებსაც ესაუბრა

შოიგუ "ბინძური ბომბის" თაობაზე ინდოეთისა და ჩინეთის თავდაცვის მინისტრებსაც ესაუბრა

26/10/2022 11:45:33 მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ "ბინძური ბომბის" შესახებ ინდოეთისა და ჩინეთის თავდაცვის მინისტრებსაც ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს–სმასახური ავრცელებს.

"ორივე შემთხვევაში, შოიგუმ განიხილა უკრაინაში არსებული ვითარება და გამოხატა შეშფოთება უკრაინის მხრიდან შესაძლო პროვოკაციების შესახებ "ბინძური ბომბის" გამოყენებით", – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

ცნობისთვის: 23 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერეგი შოიგუმ სატელეფონო საუბრები გამართა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან და უთხრა, რომ რუსეთი შეშფოთებულია უკრაინის მხრიდან „ბინძური ბომბის“ შესაძლო გამოყენებით. იმავე დღეს შოიგუ ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის თავდაცვის მინისტრსაც. ამ საუბრების შემდეგ საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ უარყოფენ რუსეთის აშკარად ცრუ ინსინუაციებს, თითქოს, უკრაინა თავის ტერიტორიაზე აპირებს „ბინძური ბომბის“ გამოყენებას. კიევში ამბობენ, რომ ე.წ. ბინძური ბომბის აფეთქებას შესაძლოა, რუსეთი გეგმავს და სურს, ეს უკრაინას დააბრალოს.

"ბინძურ ბომბს" უწოდებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომელიც რადიოაქტიურ ნივთიერებებსაც შეიცავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S