Accentnews.ge
კადიროვი უკრაინას რუსეთის ტერიტორიად აცხადებს და გამოდის მოწოდებით, რომ მტრები დაწვან

კადიროვი უკრაინას რუსეთის ტერიტორიად აცხადებს და გამოდის მოწოდებით, რომ მტრები დაწვან

26/10/2022 10:02:46 მსოფლიო

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა თავის ტელეგრამის არხში გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელშიც უკრაინას რუსეთის ტერიტორიად აცხადებს და იმუქრება, რომ მტერს ტყვედ კი არ აიყვანს, არამედ დაწვავს.

"ჩვენი ტერიტორია არის არა მხოლოდ ზაპოროჟიე და ხერსონი, არამედ ჩვენი ტერიტორიაა ოდესა, კიევი, ხარკოვი, ყველა რეგიონი და მთლიანად უკრაინაა ჩვენი რუსეთის ტერიტორია", - აცხადებს კადიროვი ვიდეომიმართვაში.

კადიროვმა უკრაინულ მხარეზეც ისაუბრა, მათ "შაითანები" (ავი სულები) უწოდა:

"ჩვენ ამ შაითნებს ტყვედ არ ავიყვანთ, ჩვენ მათ დავწვავთ".

კადიროვს არ დაუზუსტებია მხედველობაში ჰყავს მხოლოდ უკრაინელი სამხედროები, თუ უკრაინის ყველა მოქალაქე.

ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერმა ასევე გააკრიტიკა მობილიზებული რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც იარაღით, აღჭურვილობითა და სამხედრო ფორმით არასათანადო და ცუდი მომარაგების გამო ჩივიან და ურჩია მათ, რომ კარგი იარაღი და ფორმა მტერს წაართვან.

"იმ მხარეზე, ჩვენ მტრებს იარაღიც აქვთ და კარგი სამხედრო ფორმაც. მათ ყველაფერი აქვთ. მათ უნდა წავართვათ და წავართმევთ კიდეც", - აცხადებს კადიროვი.

რამზან კადიროვი მეორე დღეა, მკვეთრ განცხადებებს აკეთებს მას შემდეგ, რაც დაუდასტურებელი ცნობებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად სკოლაში, სადაც კადიროველები იყვნენ განლაგებული, 40 ადამიანი დაიღუპა და ასამდე დაიჭრა.

25 ოქტომბერს კადიროვმა რუსეთს მოუწოდა, "მიწისაგან პირისა აღგავოს უკრაინული ქალაქები". კადიროვს გამოეხმაურა უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი და ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერს ურჩია, რომ "ვიდრე გვიანი არ არის", წავიდეს უკრაინიდან და იჩქერიის დამოუკიდებლობისათვის იბრძოლოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S