Accentnews.ge
ISW: "რუს ძალოვანებს ღია კონფლიქტი აქვთ ვლადიმირ პუტინთან"

ISW: "რუს ძალოვანებს ღია კონფლიქტი აქვთ ვლადიმირ პუტინთან"

26/10/2022 09:52:45 მსოფლიო

„ომის შესწავლის ინსტიტუტის“ (ISW) განცხადებით, რუს ძალოვანებს ღია კონფლიქტი აქვთ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.

ISW–ის ექსპერტების ინფორმაციით, ასეთი პირდაპირი კონფრონტაცია აჩვენებს, რომ ძალოვანი სტრუქტურების ზოგიერთ წარმომადგენელს გავლენა აქვს რუსულ პოლიტიკაზე და ბრმად არ ემორჩილებიან პუტინს, როგორც ეს ადრე იყო ნავარაუდევი.

ამასთან, ISW ციტირებს The Washington Post–ს, რომლის ცნობით, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა კრემლის ლიდერთან საუბარში გააკრიტიკა რუსული არმია უკრაინასთან ომში.

„ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ექსპერტები თვლიან, რომ სწრაფად იზრდება პრიგოჟინის გავლენა რუსულ საინფორმაციო სივრცეზე. "პუტინის რეჟიმი დიდწილად არის დამოკიდებული საინფორმაციო სფეროში კრემლის მონოპოლიაზე და პრიგოჟინი სულ უფრო აშკარად უქმნის ამ მონოპოლიას გამოწვევას",– აცხადებს ISW.

ამასთან, ISW–ის ექსპერტების შეფასებით, ხერსონის რეგიონიდან რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია სულ უფრო და უფრო ემსგავსება იძულებით განსახლებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S