
შსს– 2022 წელს შემოსულთაგან საქართველოში რუსეთის 112 733 მოქალაქე რჩება
26/10/2022 09:28:41 საზოგადოება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში შემოვიდა და რჩება რუსეთის 112 733 მოქალაქე.
რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეთა რაოდენობაზე ინფორმაცია, რომლებიც მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში შემოვდნენ და 3 ოქტომბრის მდგომარეობით იმყოფებიან ქვეყნის ტერიტორიაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის წევრ ლევან ქარუმიძეს შესაბამისი კითხვის პასუხად მიაწოდა.
ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წელს ქვეყანაში შემოსულთაგან საქართველოში რუსეთის 4-ჯერ მეტი მოქალაქე რჩება, ვიდრე — უკრაინის.