Mercedes Benz რუსეთის ბაზარს ტოვებს
26/10/2022 09:02:34 მსოფლიო
გერმანულმა ავტოკონცერნმა Mercedes Benz-მა ოფიციალურად განაცხადა რუსეთიდან გასვლისა და ადგილობრივ ბაზარზე არსებული შვილობილი კომპანიის წილების გასხვისების თაობაზე, მათ შორის საუბარია პოდმოსკოვიეში მდებარე ავტოქარხანაზე.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს არ შეეხება რუსულ საწარმო Камаз-ში არსებულ წილებს, ვინაიდან წლის ბოლოსთვის, გეგმის მიხედვით, ის Daimler Truck-ს გადაეცემა.
თავის მხრივ, რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჰოლდინგი Автодом, როგორც Mercedes Benz-ის წილების ახალი მფლობელი, საწარმოო პარტნიორების სახით სხვა კომპანიების მოზიდვას შეძლებს პოდმოსკოვიეში მდებარე ავტოქარხნის ბაზაზე ერთობლივი წარმოების ორგანიზებისთვის.
თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ათასზე მეტმა საერთაშორისო კომპანიამ შეწყვიტა ან შეაჩერა რუსეთში საქმიანობა, 320 კომპანიამ კი მთლიანად დატოვა რუსეთის ბაზარი.


