Accentnews.ge
მედია – ირანში მოკლეს რუსეთისთვის "დრონების" მიწოდებაზე პასუხისმგებელი პოლკოვნიკი და გენერალი

მედია – ირანში მოკლეს რუსეთისთვის "დრონების" მიწოდებაზე პასუხისმგებელი პოლკოვნიკი და გენერალი

26/10/2022 08:47:30 მსოფლიო

ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის პოლკოვნიკი მეჰდი მოლაშაჰი და გენერალი ჯავად კეიჰა, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ რუსეთისთვის "დრონების" მიწოდებაზე, ირანში მოკლეს, – იუწყება Baltic News Network.

ორივე ხსენებული პირი სისტანისა და ბელუჯისტანის პროვინციის ქალაქ ზაჰედანში, მანქანაში ჩაცხრილეს.

მკვლელობა მას შემდეგ მოხდა, რაც ზაჰედანში საპროტესტო აქციები ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსისა და ირანის უსაფრთხოების სხვა ძალების გამოყენებით ჩაახშვეს.

ირანში პროტესტის ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც 22 წლის ირანელი უფლებადამცველი ქალი, მაჰსა ამინი ირანის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის საბაბით დააკავა. დაკავებიდან 3 დღეში იგი გარდაიცვალა. უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ მორალის პოლიციამ ამინზე იძალადა, რის შედეგად ქალი დაიღუპა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S