Accentnews.ge
დემოკრატი კონგრესმენების ჯგუფმა მოსკოვთან მოლაპარაკებების შესახებ პრეზიდენტ ბაიდენისადმი მოწოდებას ბიუროკრატიული შეცდომა უწოდა

დემოკრატი კონგრესმენების ჯგუფმა მოსკოვთან მოლაპარაკებების შესახებ პრეზიდენტ ბაიდენისადმი მოწოდებას ბიუროკრატიული შეცდომა უწოდა

26/10/2022 08:07:49 მსოფლიო

ამერიკელი დემოკრატი კონგრესმენების ჯგუფმა ბიუროკრატიული შეცდომა უწოდა პრეზიდენტ ბაიდენისადმი მიმართვას, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვის აუცილებლობას ეხებოდა.

მიმართვა 24 ოქტომბერს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

"ეს ტექსტი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ შევადგინეთ, პერსონალმა კი იგი გადაუმოწმებლად გამოაქვეყნა, როგორც ფრაქციის თავმჯდომარე ამაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. ამასთან, არ მინდა, ეს მიმართვა აღქმულ იქნას წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების ლიდერის - კევინ მაკარტის იმ განცხადების ანალოგად, რომელშიც იგი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტით იმუქრებოდა. დემოკრატებს არ გვსურს, ვინმემ იფიქროს, რომ ჩვენი პარტიის წევრთა ნაწილი უკრაინის დახმარების წინააღმდეგია" - განაცხადა კონგრესმენთა ჯგუფის ხელმძღვანელმა პრამილა ჯაიაპალმა.

ცნობისთვის: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ჯგუფ "Progressive"-ის 30-მა წევრმა მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს „მიმართოს პირდაპირ დემოკრატიას“, რათა უკრაინაში ომი მოლაპარაკების გზით დასრულდეს, აღნიშნული მოწოდება 24 ოქტომბერს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„როგორც კანონმდებლებს, პასუხისმგებლობა გვეკისრება ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ათობით მილიარდი დოლარზე, რომელსაც აშშ სამხედრო დახმარებაში ხარჯავს. მივიჩნევთ, რომ ამგვარი ჩართულობა ამ ომში ასევე აკისრებს პასუხისმგებლობას აშშ-ს, სერიოზულად განიხილოს ყველა შესაძლებლობა, მათ შორის პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთთან“, – ნათქვამი იყო დემოკრატი კონგრესმენების მიერ ბაიდენისადმი გაგზავნილ წერილში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S