სუნაკმა ზელენსკის მხარდაჭერა დაუდასტურა
26/10/2022 07:59:27 მსოფლიო
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ბრიტანული მხარის ცნობით, სუნაკმა დააფიქსირა გაერთიანებული სამეფოს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
თავის მხრივ, აღნიშნული საუბრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მხარეები ბრიტანეთ-უკრაინის ურთიერთობებში ახალი თავის დაწერაზე შეთანხმდნენ.
მისი თქმით, სუნაკმა რუსული აგრესიის წინაშე მყოფ უკრაინას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.


