მოსკოვი ომის შემდგომ მიზნად უკრაინის "დესატანიზაციას ასახელებს"
26/10/2022 07:15:20 მსოფლიო
უკრაინაში ომის შემდგომ ეტაპად "დესატანიზაცია" უნდა იქცეს, - განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწემ ალექსეი პავლოვმა.
მისივე თქმით, "უკრაინა გადაიქცა ტოტალიტარულ ჰიპერ სექტად, მისი ხელისუფლება კი მართლმადიდებლური, ისლამისა და იუდაიზმის სულიერი ფასეულობების აკრძალვის გზით აიძულებს მოქალაქეებს, უარი თქვან მრავალსაუკუნოვან ტრადიციებზე".
"უკრაინაში მოქმედი სექტების ზუსტი რაოდენობა უცნობია, მაგრამ საუბარია ასობით სექტაზე, რომელთაც კრავენ მესამე რეიხის ნეო ცეცხლთაყვანისმცემლობის კულტებითა და აღვირახსნილი ნაციონალიზმით. თუმცა სექტანტების შთაგონებისთვის გამოიყენებოდა არამარტო ჰილტლერის გერმანია, არამედ ამერიკაც, კერძოდ "სატანის ეკლესია", რომელმაც უკრაინაში უკვე გაიდგა ფესვები. ვფიქრობ, სპეცოპერაციის პერიოდში გამოაშკარავდა უკრაინის დესატანიზაციის აუცილებლობა, ან, როგორც ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა აღნიშნა, მისი სრული დესატანიზაცია" - განაცხადა პავლოვამ.
ცნობისთვის 25 ოქტომბერს კადიროვმა გამოაცხადა, რომ "ამიერიდან უკრაინაში მიმდინარე ომი ჯიჰადად უნდა ჩაითვალოს".
"ანტიქრისტესთან რუსეთის ბრძოლაზე" მიანიშნა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმაც, 25 ოქტომბერს სრულიად რუსეთის სახალხო კრების პლენუმზე სიტყვით გამოსვლისას.


