Accentnews.ge
შტაინმაიერი: "გერმანია უკრაინას ზალპური ცეცხლის კიდევ ორ რეაქტიულ სისტემას და ოთხ ერთეულ ჰაუბიცას გადასცემს"

შტაინმაიერი: "გერმანია უკრაინას ზალპური ცეცხლის კიდევ ორ რეაქტიულ სისტემას და ოთხ ერთეულ ჰაუბიცას გადასცემს"

26/10/2022 07:12:56 მსოფლიო

გერმანია უკრაინას MARS II ტიპის ზალპური ცეცხლის კიდევ ორ რეაქტიულ სისტემას და ოთხ ერთეულ ჰაუბიცას გადასცემს. ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“მე დავპირდი ბატონ პრეზიდენტს, რომ მალე გადაცემულ იქნება MARS II-ის ორი სისტემა და ასევე ოთხი ერთეული Panzerhaubitze 2000 ტპის ჰაუბიცა. შემდგომ დღეებში ისინი გადეცემა უკრაინას”, - აღნიშნა შტაინმაიერმა.

მან ასევე ისაუბრა უკრაინაში მშვიდობის მიღწევის გზებზე.

“მე გეთანხმებით, რომ საჭიროა სამართლიანი მშვიდობა. მშვიდობამ, რომელიც პუტინს სურს, შეიძლება ახალი ომი გამოიწვიოს”, - თქვა გერმანიის პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S