Accentnews.ge
რეზნიკოვი: "ოკუპანტები ხერსონის დატოვებას ვერ შეძლებენ, მდინარე დნიპროზე გამავალ ყველა ხიდს ვაკონტროლებთ"

რეზნიკოვი: "ოკუპანტები ხერსონის დატოვებას ვერ შეძლებენ, მდინარე დნიპროზე გამავალ ყველა ხიდს ვაკონტროლებთ"

26/10/2022 06:38:46 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინელი ჯარისკაცები ხერსონში, მდინარე დნიპროზე გამავალ ყველა ხიდს აკონტროლებენ.

"ჩვენ ვაკონტროლებთ ყველა ხიდს მდინარე დნიპროზე HIMARS-ის და სხვა არტილერიის გამოყენებით და მათთვის სარისკოა ხერსონში დარჩენა, რადგან შემდეგ ისინი ვერ შეძლებენ გაქცევას, როგორც ეს გააკეთეს იზიუმში",– განაცხადა რეზნიკოვმა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი ახლა მესამე ეტაპზეა, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივ გათავისუფლებას მოიცავს. რეზნიკოვმა განმარტა, რომ პირველი ეტაპი რუსული არმიის შეჩერება იყო. მეორე ეტაპზე კი შესაძლებელი გახდა ფრონტის მთელ ხაზზე სიტუაციის სტაბილიზაცია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S