კრემლის პროპაგანდისტი სიმონიანი: "სომხეთში ჩასვლა ამიკრძალეს"
26/10/2022 05:53:09 მსოფლიო
რუსეთის პროპაგანდისტული ტელეარხის Russia Today მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი აცხადებს, რომ სომხეთში ჩასვლა აუკრძალეს.
კრემლის პროპაგანდისტი გამოეხმაურა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ კონსტანტინ ზატულინისთვის სომხეთში ჩასვლის აკრძალვას.
სიმონიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ზატულინს ჩასვლა აუკრძალა „სომხეთის ამჟამინდელმა უფროსმა“ და დასძენს: „სხვათა შორის, მეც“.
25 ოქტომბერს კონსტანტინ ზატულინმა 'ტელეგრამ-არხზე" გამოაქვეყნა სომხეთის პარლამენტიდან მიღებული წერილი, რომლის თანახმად, "სომხეთის შესახებ მისი ბოლოდოინდელი საჯარო გამონათქვამები ზიანს აყენებს სომხეთის და რუსეთის მეგობრული და სამოკავშირეო ურთიერთობების განვითარებას და სომხეთში მისი ჩასვლა სასურველი არ არის".
რაც შეეხება მარგარიტა სიმონიანისთვის სომხეთში ჩასვლის აკრძალვას, სომხეთის ხელისუფლებას ოფიციალური ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ გაუვრცელებია.


