Accentnews.ge
ზელენსკი: "რუსეთს დნიპროზე განხორციელებულ იერიშს არასდროს ვაპატიებთ, შურისძიება იქნება სამართლიანი და გარდაუვალი"

ზელენსკი: "რუსეთს დნიპროზე განხორციელებულ იერიშს არასდროს ვაპატიებთ, შურისძიება იქნება სამართლიანი და გარდაუვალი"

26/10/2022 05:51:47 მსოფლიო

დნიპროზე განხორციელებულ იერიშის გამო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს საპასუხო ზომებით ემუქრება.

„ყოველდღე ვებრძვით ტერორისტებს. ვინც კლავს მშვიდობიან მოსახლეობას, ბომბავს ქალაქებს, ანადგურებს უკრაინელების სიცოცხლეს და ბედს. დღეს მორიგი სარაკეტო შეტევა განხორციელდა. შედეგად დნიპროში ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორსული. სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. არასდროს ვაპატიებთ. შურისძიება იქნება სამართლიანი და გარდაუვალი“, - აცხადებს პრეზიდენტი.

ცნობისათვის: გუშინ ღამით რუსმა ოკუპანტებმა დნიპროზე იერიში განახორციელეს. არსებული ინფორმაციით, ჭურვის ფრაგმენტები ადგილობრივ ბენზინგასამართ სადგურზე ჩამოვარდა და ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა მინიმუმ 2 ადამიანი, 3 დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S