მედია – ნორვეგიაში რუსეთის სპეცსამსახურის აგენტი დააკავეს
25/10/2022 17:01:43 მსოფლიო
ნორვეგიაში დააკავეს რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი, რომელიც ტრომსის არქტიკის უნივერსიტეტში მკვლევრად მუშაობდა, - იტყობინება ნორვეგიის რადიო (NRK).
გამოცემის თანახმად, დაკავებული 30-დან 40 წლამდე მამაკაცია, რომელიც ნორვეგიაში 2021 წლის შემოდგომაზე ჩავიდა და "ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილსა და ჰიბრიდულ საფრთხეებს სწავლობდა".
ქვეყნის შიდა უსაფრთხოების სამსახური (PST) მიიჩნევს, რომ რუსი ეროვნების მოქალაქე ნორვეგიაში მივლინებით ყალბი ბრაზილიური დოკუმენტებით გაგზავნეს.
ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ოთხი კვირის ვადით არის დაკავებული. ამ დროის განმავლობაში სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ქვეყნიდან მისი დეპორტაცია.


