პოდოლიაკი: "ნებისმიერი "დიპლომატიური შეთანხმების" შეთავაზება ნიშნავს მხოლოდ ერთს: უკრაინა დანებდეს და მიიღოს რუსეთის ულტიმატუმები"
25/10/2022 15:54:09 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ ნებისმიერი “დიპლომატიური შეთანხმება” უკრაინის თანხმობას ნიშნავს რუსეთის ულტიმატუმებზე.
პოდოლიაკის თქმით, აღნიშნული პუტინის „ტრიუმფი იქნება“.
"ნებისმიერი „დიპლომატიური შეთანხმების“ შეთავაზება ნიშნავს მხოლოდ ერთს: უკრაინა უნდა დანებდეს და მიიღოს რუსეთის ფედერაციის ულტიმატუმები, ხოლო აგრესორმა თავი აარიდოს დასჯას. ეს მხოლოდ პუტინის ტრიუმფი და საერთაშორისო სამართლის კრახია. რისთვის? უკრაინის კონტრშეტევა ეფექტურად მიმდინარეობს. უბრალოდ გააგრძელე უკრაინის დახმარება", - წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელში.


