Accentnews.ge
დანილოვი კადიროვს ურჩევს, დატოვოს უკრაინა და იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის იბრძოლოს

დანილოვი კადიროვს ურჩევს, დატოვოს უკრაინა და იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის იბრძოლოს

25/10/2022 14:54:58 მსოფლიო

"წადით უკრაინიდან და იჩქერიის დამოუკიდებლობისათვის იბრძოლეთ", - ასეთ რჩევას აძლევს უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვს.

"ვიდრე გვიანი არ არის, წადით უკრაინიდან და იბრძოლეთ იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის, ეს უკეთესი გარანტიაა იმისა, რომ რუსეთმა მეორედ არ აღგავოს პირისაგან მიწისა ქალაქი ჯოხარი (გროზნო). თუ რუსეთი არ განადგურდა, ისინი დაბრუნდებიან, რათა კვლავ დახოცონ ჩეჩენი ქალები და ბავშვები. თქვენ ხომ ეს არ დაგვიწყებიათ", - ასე მიმართა ოლექსი დანილოვმა ჩეჩნეთის ხელმძღვანელს.

25 ოქტომბერს კადიროვმა რუსეთს მოუწოდა, "მიწისაგან პირისა აღგავოს უკრაინული ქალაქები".

რამზან კადიროვმა, რომლის ვაჟები 14, 15 და 16 წლის არიან, რამდენიმე ხნის წინ გამოაცხადა, რომ ისინი უკრაინაში საომრად გაგზავნა. რუსეთის ოფიციალურ პირებს, რომლებსაც ბავშვთა უფლებების დაცვა ევალებათ, კადიროვის ამ განცხადებაზე არაფერი უთქვამთ.

გაერო–ს ბავშვთა უფლებების კონვენციით, რომელიც რუსეთს რატიფიცირებული აქვს, იზღუდება საომარ მოქმედებებში მოზარდების მონაწილეობა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S