Accentnews.ge
შმიგალი: "უკრაინის აღდგენა დღესვე უნდა დაიწყოს, ეს გამარჯვების გარანტიაა"

შმიგალი: "უკრაინის აღდგენა დღესვე უნდა დაიწყოს, ეს გამარჯვების გარანტიაა"

25/10/2022 13:00:55 მსოფლიო

უკრაინის პრემიერ–მინისტრ დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინის აღდგენა დღესვე უნდა დაიწყოს, რადგან ეს გამარჯვების გარანტიაა.

"უკრაინა ახორციელებს ლუგანოში შეთანხმებულ პრინციპებს. ჩვენ ჩართული გვყავს პარტნიორები და საზოგადოება აღდგენის გეგმაზე მუშაობაში. ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმებზე ფოკუსირებას და პროცესის გამჭვირვალობაზე და ანგარიშვალდებულებაზე მუშაობას. მაგრამ აღდგენა დღესვე უნდა დაიწყოს. ეს გამარჯვების გარანტიაა", – განაცხადა უკრაინის პრემიერმა.

შმიგალი ამბობს, რომ უკრაინის აღდგენის გეგმა 750 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და მისი განხორციელება ევროპის ეკონომიკასაც დაეხმარება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S