Accentnews.ge
ჯანდაცვის მინისტრი: "საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად პროგრამა ექვსი თვით გახანგრძლივდა"

ჯანდაცვის მინისტრი: "საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად პროგრამა ექვსი თვით გახანგრძლივდა"

25/10/2022 12:17:16 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად პროგრამა ექვსი თვით გახანგრძლივდა.

„მოგეხსენებათ, თებერვლიდან სახელმწიფო აქტიურად დგას უკრაინელი ლტოლვილების გვერდით. ჯერ მერია და ტურიზმის დეპარტამენტი ზრუნავდნენ მათზე, ხოლო 15 ივლისიდან დევნილების სააგენტოს გადმოებარა მათზე ზრუნვა. გვაქვს სპეციალური პუნქტები საზღვრებზე, სადაც მათ შეუძლიათ, განაცხადი გააკეთონ, რომ სჭირდებათ დახმარება. ოჯახებს ყოველთვიური ქირით ვეხმარებით, ასევე სოციალურ დახმარებას ვუწევთ. ზუსტად იგივე განაკვეთებია, რომლებიც აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილებს აქვთ. აღნიშნული პროგრამა ექვსი თვით გავახანგრძლივეთ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ზურაბ აზარაშვილმა ისაუბრა უკრაინელებისთვის უკვე გაწეული დახმარების შესახებაც:

„მოგახსენებთ მოკლე სტატისტიკას, რა დავაფინანსეთ ივლისის შემდეგ. დაახლოებით მილიონ რვაასი ათასი ლარით დავაფინანსეთ მათი სოციალური დახმარებები, ბინის ქირები. 200 000 ლარამდე დაგვიჯდა დროებითი საცხოვრებელი, ვიდრე მათ სტატუსს განვსაზღვრავდით, ბარათს დავუმზადებდით და ასე ვთქვათ, შევისწავლიდით. 800 000-ლარამდე გადავიხადეთ სამედიცინო სერვისებში, რაც საქართველოში სხვადასხვა კლინიკამ გაუწია მათ. დღეისთვის 500 ოჯახი იღებს ბინის ქირას, 300 ლარს, რასაც ჩვენ ვუხდით და 1050-ზე მეტი ადამიანი იღებს ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S