ევროკავშირი უკრაინისთვის 18 მლრდ ევროს გამოყოფას გეგმავს
25/10/2022 11:09:06 მსოფლიო
ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნები განიხილავენ უკრაინისთვის ყოველთვიური ფინანსური დახმარების გაწევას 1,5 მილიარდი ევროს ოდენობით, რაც წლიურად 18 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.
"უკრაინას სჭირდება ძლიერი მხარდაჭერა. ევროკავშირს შეუძლია უზრუნველყოს უკრაინისთვის 1,5 მილიარდი ევროს ოდენობით ყოველთვიური მხარდაჭერა. ჩვენ ვსაუბრობთ 18 მილიარდ ევროზე 2023 წელს", – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მიმდინარე წელს უკრაინის თვიური ბიუჯეტის დეფიციტი თვეში 4-5 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, რომელიც უკრაინამ საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით დაფარა.


