რიში სუნაკი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი ოფიციალურად გახდა
25/10/2022 10:56:46 მსოფლიო
რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი ოფიციალურად გახდა. ბუკინგჰემის სასახლეში იგი მეფე ჩარლზ II-ს უკვე შეხვდა.
42 წლის რიში სუნაკი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა და პირველი არათეთრკანიანი პრემიერ-მინისტრია.
სუნაკის წინამორბედი ლიზ ტრასი პრემიერის თანამდებობიდან დანიშვნიდან 44 დღეში გადადგა. იგი ქვეყნის ისტორიაში პირველი პრემიერ–მინისტრია, რომელსაც ეს "პოსტი" ყველაზე მცირე პერიოდის განმავლობაში ეკავა.
ვინ არის რიში სუნაკი
სუნაკი ბრიტანეთში, საუთჰემპტონში დაიბადა. მისი მშობლები წარმოშობით ინდოეთიდან, პენჯაბის შტატიდან არიან, თუმცა ბრიტანეთში გადასვლამდე სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში ცხოვრობდნენ.
სუნაკი აქტიურად უჭერდა მხარს Brexit-ის კამპანიას, რომლის მიზანიც ქვეყნის ევროკავშირიდან გაყვანა იყო.
ტერეზა მეის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ იგი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე მუშაობდა.
მეის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ სუნაკი აქტიურად უჭერდა მხარს ბორის ჯონსონსაც. მისი გაპრემიერების შემდეგ კი იგი ფინანსთა მინისტრი გახდა.
დასავლური მედიის ცნობით, რიში სუნაკი რუსეთისა და უკრაინის კონფლიქტზე ძალიან ცოტას საუბრობს.
იგი დაქორწინებულია ინდოელი მილიარდერის ქალიშვილზე აკშატა მურთიზე და ორი შვილი ჰყავს. მისი სიმამრი ნარაიანა მურთი ინდოეთში უმსხვილესი IT კომპანიის მფლობელია.
სუნაკის ქონება 710 მილიონ გირვანქას შეადგენს.


