Accentnews.ge
კიბოს საფრთხის გამო აშშ-ში რიგი მშრალი შამპუნები გაყიდვიდან ამოიღეს

კიბოს საფრთხის გამო აშშ-ში რიგი მშრალი შამპუნები გაყიდვიდან ამოიღეს

25/10/2022 10:46:34 მსოფლიო

კიბოს საფრთხის გამო შეერთებულ შტატებში Dove-ს და სხვა ბრენდების მშრალი შამპუნები გაყიდვიდან ამოიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საკვების და წამლის მარეგულირებელი სააგენტო (FDA) ავრცელებს.

FDA-ს ცნობით, კიბოს გამომწვევი ნივთიერება "ბენზოლის" არსებობის საფრთხე იყო Dove–ს, Nexxus–ის, Suave–ს, TIGI–ს და TRESemmé-ს 2021 წლის ოქტომბერში გამოშვებულ პროდუქციაში, რომელიც აშშ-ში მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ მაღაზიებში იყო შეტანილი.

როგორც FDA აცხადებს, "ბენზოლი" ორგანიზმში შეიძლება, მოხვდეს შესუნთქვის, გადაყლაპვის ან კანზე მოხვედრის შედეგად და გამოიწვიოს ლეიკემია და ძვლის ტვინის სიმსივნე, ასევე სიცოცხლისთვის საშიში სისხლის დარღვევები.

საკვების და წამლის მარეგულირებელი სააგენტოს განცხადებით, საცალო მოვაჭრეებს ეცნობათ, რომ უნდა შეაჩერონ აღნიშნული პროდუქტების გაყიდვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S