Accentnews.ge
Bellingcat: "დავადგინეთ რუსების ჯგუფი, რომელიც უკრაინაში ზუსტი რაკეტების სამიზნეებს ადგენს"

Bellingcat: "დავადგინეთ რუსების ჯგუფი, რომელიც უკრაინაში ზუსტი რაკეტების სამიზნეებს ადგენს"

25/10/2022 10:36:47 მსოფლიო

საგამოძიებო ჯგუფი Bellingcat აცხადებს, რომ Insider-სა და Spiegel-თან ერთად დაადგინა რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი გამომთვლელი ცენტრის საიდუმლო ქვეგანყოფილების თანამშრომლების ვინაობა. მისი ცნობით, ისინი უკრაინაში ზუსტი რაკეტების დამიზნებასა და სამოქალაქო ინტრასტრუქტურაზე თავდასხმებში მონაწილეობენ.

გამოძიების თანახმად, მემიზნეების უმეტესობა არის დაახლოებით 30 წლის ქალები და კაცები. ბევრ მათგანს საინფორმაციო ტექნოლოგიებში მუშაობის გამოცდილება აქვს და ასევე კარგად იცნობს კომპიუტერულ თამაშებს. ზოგიერთი მათგანი მუშაობდა რუსეთის სამხედრო-სამეთაურო ცენტრში სირიაში, დამასკში 2016-2021 წლებში, როცა რუსეთმა იქ ფრთოსანი რაკეტები განათავსა.

საგამოძიებო ჯგუფის განცხადებით, მან ასევე დაადგინა, რომ გამომთვლელი ცენტრის საიდუმლო ქვეგანყოფილება შედგება დაახლოებით ათკაციანი სამი ჯგუფისგან და თითო ჯგუფი დაკავებულია ზეზუსტი რაკეტების ერთი სახეობით. თითქმის ყველა სავარაუდო მემიზნემ, როცა მათ გამომძიებლებმა მიმართეს, უარყო რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან კავშირი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S