აშშ–ის წარმომადგენელთა პალატის 30 წევრი ბაიდენს მოუწოდებს, უკრაინაში ომის დასრულებას მოლაპარაკების გზით შეეცადოს
25/10/2022 10:22:34 მსოფლიო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ჯგუფის "Progressive" 30-მა წევრმა მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს „მიმართოს პირდაპირ დემოკრატიას“, რათა უკრაინაში ომის დასრულება მოლაპარაკების საშუალებით მოხდეს.
„როგორც კანონმდებლებს, პასუხისმგებლობა გვეკისრება ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ათობით მილიარდი დოლარზე, რომელსაც აშშ სამხედრო დახმარებაში ხარჯავს. მივიჩნევთ, რომ ამგვარი ჩართულობა ამ ომში ასევე აკისრებს პასუხისმგებლობას აშშ-ს, სერიოზულად განიხილოს ყველა შესაძლებლობა, მათ შორის პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთთან“, – ნათქვამია დემოკრატი კონგრესმენების მიერ ბაიდენისადმი გაგზავნილ წერილში.


