Accentnews.ge
შოლცი: "უკრაინის აღდგენა ახლავე უნდა დაიწყოს"

შოლცი: "უკრაინის აღდგენა ახლავე უნდა დაიწყოს"

25/10/2022 09:35:34 მსოფლიო

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინის აღდგენა ახლავე უნდა დაიწყოს. ამის შესახებ მან ბერლინში მიმდინარე კონფერენციაზე „საერთაშორისო ექსპერტთა კონფერენცია უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის შესახებ“ ისაუბრა.

"ჩვენი საკუთარი ისტორიული გამოცდილებიდან ვიცით, რომ რეკონსტრუქცია ყოველთვის შესაძლებელია და რომ არასდროს არ არის ნაადრევი ამ ამოცანის გადაჭრა. "მარშალის გეგმა" ახლავე უნდა დაიწყოს. ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ეს ომი. მაგრამ ის დასრულდება და როცა ეს მოხდება, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის და უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მისი ბრძოლის მხარდაჭერას", განაცხადა შოლცმა.

კონფერენცია, რომელსაც ექსპერტები, მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან, მიზნად ისახავს უკრაინის აღდგენის მდგრადი ინსტრუმენტების განხილვას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S