Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა: რუსეთს არ აქვს საჰაერო უპირატესობა, მისი საბრძოლო მასალა იწურება

ბრიტანული დაზვერვა: რუსეთს არ აქვს საჰაერო უპირატესობა, მისი საბრძოლო მასალა იწურება

25/10/2022 08:59:23 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, რუსეთის ფედერაციას არ აქვს საჰაერო უპირატესობა და მისი საბრძოლო მასალა იწურება.

"რუსეთს ჯერ კიდევ არ შეუძლია შეინარჩუნოს საკმარისი საჰაერო უპირატესობა, რათა საიმედოდ უზრუნველყოს ეფექტური საჰაერო მხარდაჭერა ფრონტის ხაზთან, მისი საარტილერიო საბრძოლო მასალა იწურება. რუსეთის სარდლობა, სავარაუდოდ, სულ უფრო მეტად მიმართავს მაღალის რისკის შემცველი საბრძოლო მისიების შესრულებას, როგორც ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტს საბრძოლო მოქმედებებში ჯარების მჭიდრო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად", - აცხადებს დაზვერვის სამსახური.

ბოლო პერიოდში რუსეთმა უკრაინის ქალაქებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე "დრონების" გამოყენებით თავდასხმები გააძლიერა. თეირანი უარყოფს, რომ რუსეთს უპილოტო საფრენ აპარატებს აწვდის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S