Accentnews.ge
მედია – ოკუპირებულ მელიტოპოლში მდებარე პროპაგანდისტული ტელეარხის ოფისთან აფეთქება მოხდა

მედია – ოკუპირებულ მელიტოპოლში მდებარე პროპაგანდისტული ტელეარხის ოფისთან აფეთქება მოხდა

25/10/2022 08:05:23 მსოფლიო

რუსეთის მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლში მდებარე პროპაგანდისტული ტელეარხის ZaTV ოფისთან მანქანა აფეთქდა, – იუწყება უკრაინული მედია.

მომხდარის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი, მათ შორის კომპანიის რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა.

ZaTV არის რუსული პროპაგანდისტული არხი, რომელმაც მაუწყებლობა ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ნაწილებში 1 აგვისტოს დაიწყო. მანქანის აფეთქება უბედური შემთხვევა იყო თუ განზრახ დაგეგმილი ქმედება ჯერ–ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S