მედია – აშშ უკრაინისთვის HAWK-ს საჰაერო-თავდაცვითი სისტემის გადაცემის საკითხს განიხილავს
25/10/2022 07:51:52 მსოფლიო
აშშ უკრაინისთვის HAWK-ს საჰაერო-თავდაცვითი სისტემის გადაცემის საკითხს განიხილავს, – იუწყება Reuters ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული სისტემის საშუალებით, უკრაინა შეძლებს თავი დაიცვას სარაკეტო და დრონებით თავდასხმისგან.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის მოწინავე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გადაცემის პირობა 10 ოქტომბერს უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ დადო.


