
ოკუპირებულ ცხინვალში ხანძრისას დაშავებული 2 ადამიანი თბილისში გადმოიყვანეს
25/10/2022 06:17:35 საზოგადოება
ოკუპირებულ ცხინვალში კერძო საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათგან 2 ბავშვი დაიღუპა.
ხანძრისას დაშავებული 2 ადამიანი თბილისში გადმოიყვანეს, ვინაიდან მათი მდგომარეობა მძიმედ ფასდებოდა. პროცესში ჩართული იყო "წითელი ჯვარი".
სპეციალისტები ხანძრის გაჩენის მიზეზებს სწავლობენ. ერთ-ერთ ვერსიად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.