Accentnews.ge
რუსეთის ყოველი მეშვიდე მკვიდრი ამბობს, რომ ზამთრის სამოსისთვის თანხა არ აქვს – კვლევა

რუსეთის ყოველი მეშვიდე მკვიდრი ამბობს, რომ ზამთრის სამოსისთვის თანხა არ აქვს – კვლევა

24/10/2022 21:45:10 მსოფლიო

რუსეთის ყოველ მეშვიდე მცხოვრებს არ აქვს ფული ზამთრის ტანსაცმლის შესაძენად, – ამგვარი შედეგი აჩვენა Home Credit Bank-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ.

კვლევის მონაწილეთა 14%-მა თქვა, რომ აპირებდა სესხის აღებას ქურქის, ქურთუკის შესაძენად.

საშუალო თანხა, რისი თბილ ტანსაცმელზე დახარჯვის მზაობასაც გამოთქვამენ გამოკიხულები, 8,960 რუბლია. ამასთან, ამ მიზნით მამაკაცები მზად არიან, დახარჯონ 10,041 რუბლი, ხოლო ქალები - 8,150 რუბლი.

ყველაზე მეტად დიდი ქალაქების მაცხოვრებლები გამოხატავენ მზაობას, დახარჯონ თანხა ტანსაცმლის შესაძენად. მაგალითად, მოსკოვში, საშუალო დაგეგმილი ბიუჯეტი არის 11,372 რუბლი, ხოლო პატარა ქალაქებში, სადაც 100-250 ათასი ადამიანი ცხოვრობს - 6,334 რუბლი.

იმ პირთა 57%, ვინც გეგმავს ფულის სესხებას ზამთრის ტანსაცმლის შესაძენად, აპირებს საკრედიტო ბარათების გამოყენებას. „Эквифакс“ -ის მონაცემებით, შემოდგომის დასაწყისისთვის რუსი მომხმარებლების საბარათე დავალიანებამ ისტორიაში პირველად გადააჭარბა 1,5 ტრილიონ რუბლს. ამასთან, სექტემბერში ბანკებმა 1,26 მლნ ახალი ბარათი გამოუშვეს, რაც 140 000-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით.

გამოკითხულთა კიდევ 46%, ვისაც სესხი ესაჭიროება ზამთრის სამოსისთვის, აპირებს განვადებით სარგებლობას.

რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, წლის დასაწყისისთვის ბანკებმა მხოლოდ 53 მილიარდი რუბლის ახალი სამომხმარებლო სესხი გასცეს, რამაც პორტფელი 0,4%-ით გაზარდა. ომის დაწყების შემდეგ მოთხოვნა გაიზარდა – თებერვალში გაცა 147 მილიარდი რუბლი, რის შემდეგაც, მარტში, აპრილსა და მაისში ბანკებმა მკვეთრად შეამცირეს ახალი სესხების გაცემა.

ივნისიდან კვლავ დაიწყებს ბანკებმა სესხების გაცემა (20 მილიარდი რუბლი), ივლისში - 76 მილიარდი, ხოლო აგვისტოში - 163 მილიარდი. 1 სექტემბრის მდგომარეობით, რუსების ჯამურმა ვალმა სამომხმარებლო სესხების სახით განაალა ისტორიული რეკორდი - 11,712 ტრილიონი რუბლი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S