Accentnews.ge
სამსახურიდან გაათავისუფლეს პირი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ყირიმის ხიდის უსაფრთხოებაზე

სამსახურიდან გაათავისუფლეს პირი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ყირიმის ხიდის უსაფრთხოებაზე

24/10/2022 21:20:08 მსოფლიო

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე სუხანოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მედიის ცნობით, სუხანოვს ტრანსპორტის უსაფრთხოების საკითხებს ეხებოდა, მათ შორის, ყირიმის ხიდზე.

ინფორმაცია მისი სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ მედიაში ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების შემდეგ გაჩნდა.

ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა. რუსი გამომძიებლების ინფორმაციით, ხიდზე სატვირთო მანქანა ააფეთქეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S