Accentnews.ge
რუსეთი მღვდლებს გზავნის უკრაინის ომში – უკრაინის გენშტაბი

რუსეთი მღვდლებს გზავნის უკრაინის ომში – უკრაინის გენშტაბი

24/10/2022 18:22:23 მსოფლიო

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდლებს სამარას რეგიონიდან უკრაინის ომში გზავნიან, მაგრამ მათი უმრავლესობა ამ ვიზიტებზე უარს ამბობს,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

„რუსული საოკუპაციო ჯარების სარდლობა სამხედროების მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის ამაღლებას სამარას რეგიონიდან რუსი მღვდლების უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო ნაწილებში გაგზავნით ცდილობს. მაგრამ მათი უმრავლესობა უარს ამბობს საომარი მოქმედებების ზონაში გამგზავრებაზე საფრთხისა და დამცავი აღჭურვილობის არარსებობის გამო“,– ნათქვამია შეტყობინებაში.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა კირილმა მხარი დაუჭირა კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინს და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, პატრიარქმა კირილმა წირვა აღავლინა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარ ტაძარში და განაცხადა, რომ დონბასში „მეტაფიზიკური ბრძოლა“ გრძელდება და უკრაინის ხელისუფლება ეკლესიაში განხეთქილების წახალისებაში დაადანაშაულა.

მისი განცხადებით, „რუსეთი ისტორიაში არავის დასხმია და რომ უკრაინაში რუსი სამხედროები ხელმძღვანელობენ შინაგანი მორალური გრძნობით, რომელიც დაფუძნებულია მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე“.

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, კირილმა რუსებს მოუწოდა, წასულიყვნენ ფრონტზე და არ შეშინებოდათ სიკვდილის. მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსი სამხედროები ასრულებენ თავიანთ „მოწოდებას და მოვალეობას სამშობლოსა და საზოგადოების წინაშე“, ამიტომ მათი ქმედებები „თავგანწირვას შეედრება“.

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს აშშ-მ, კანადამ და დიდმა ბრიტანეთმა. შეზღუდვები მოიცავს მისი აქტივების გაყინვას და მოგზაურობის აკრძალვას.

27 ივლისს კირილს ლიეტუვაში შესვლა აუკრძალეს. 30 აგვისტოს უკრაინის მთავრობამ მხარი დაუჭირა სანქციების დაწესებას კირილის და რუსული საპატრიარქოს 7 სხვა წევრის წინააღმდეგ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S