Accentnews.ge
ბელგოროდში წვევამდელი მოკლეს: სამი ვერსია

ბელგოროდში წვევამდელი მოკლეს: სამი ვერსია

24/10/2022 18:09:04 მსოფლიო

ბელგოროდის ოლქში რუსეთის არმიის წვევამდელი ჯარისკაცის დენის ტასკაევის მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია და დანაშაულს აღიარებს,– იუწყება მედია ტასკაევის დედაზე ტატიანა კულეშოვაზე დაყრდნობით.

დედის თქმით, საგამოძიებო ორგანოები ამოწმებენ ვერსიას, რომლის მიხედვითაც, ტასკაევი მოკლა კოლეგამ, რომელსაც მსხვერპლი უკრაინელი სამხედრო ეგონა.

"გამომძიებელმა თქვა, რომ იყო სროლა სადაზვერვო დივერსიულ ჯგუფებთან, ბიჭები "ზღვარზე" იყვნენ. დენისი ჩავიდა დუქანში [დასასვენებლად სმენის შემდეგ] და შეშინებულმა კოლეგამ ის უცხოდ მიიჩნია“,– ციტირებს ქალი რუსი გამომძიებელს.

ქალს გამოძიების ვერსიაში ეჭვი შეაქვს, რადგან, მისივე თქმით, ასეულის მეთაურმა მანამდე განაცხადა, რომ მისი შვილი 15-16 ოქტომბრის ღამეს უკრაინელ სამხედროებთან სროლის დროს დაიღუპა.

„[საქმის გახსნის შემდეგ] ასეულის მეთაური არ დამკავშირებია. მეც ვერ ვახერხებს კონტაქტზე გასვლას. როცა გამომძიებელს ვუთხარი, რომ დენის უკრაინელებთან სროლისას დაიღუპა, ის გაოცდა: "როგორ? არ ვიცი, რატომ გითხრეს ასეო“. ერთ კვირაზე მეტი გავიდა [დენის გარდაცვალებიდან], რა აზრი ჰქონდა ამის თქმას?“– კითხულობს წვევამდელის დედა.

ის ეჭვობს, რომ მისი შვილი ძალადობის მსხვერპლი გახდა კოლეგებისგან.

მისივე თქმით, სასამართლო ექსპერტიზა 21 ოქტომბერს ჩატარდა, გამომძიებლებმა ცხედრის სახლში გადასვენებს ნებართვა გასცეს, თუმცა ოჯახს ჯერ კიდევ არ ეძლევა ამის შესაძლებლობა.

ტასკაევის ერთ-ერთმა კოლეგამ მოკლულის დედას უთხრა, რომ სამხედროებს დეტალებზე საუბარი აეკრძალათ, „თუ მათ არ სურთ დენის ადგილას ყოფნა“.

დენის ტასკაევი სამხედრო სამსახურში 2021 წლის დეკემბერში გამოიძახეს. 2022 წლის აგვისტოში ტასკაევი და მისი კოლეგები, რომლებიც ექვს თვეზე მეტ ხანს მსახურობდნენ, გაგზავნეს კურსკისა და ბელგოროდის რეგიონებში, უკრაინის მოსაზღვრე ტერიტორიაზე. 16 ოქტომბერს დენის ტასკაევი მოკლული იპოვეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S