აზერბაიჯანმა რუსეთს საპროტესტო ნოტა გადასცა
24/10/2022 16:30:39 მსოფლიო
აზერბაიჯანმა რუსეთს საპროტესტო ნოტა გადასცა პირველ სატელევიზიო არხის ეთერში გამოთქმული "მტრული გამონათქვამების" გამო.
როგორც მოსკოვში აზერბაიჯანის სალეჩოს განცხადებაშია ნათქვამი , საუბარია მიმდინარე წლის 20-21 ოქტომბერს ეთერში გასულ გადაცემაზე «Большая игра» რომლის მსვლელობისას სომხური წარმომავლობის ექსპერტებმა "თავს ღიად ანტიაზერბაიჯანული გამოხტომების, მათ შორის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ეჭვქვეშ დაყენების უფლება მისცეს" ხოლო გეოგრაფიული რუქა, რომელიც ეთერში იქნა ნაჩვენები, "დამახინჯებულ რეალობას ასახავდა".
"თავისი გამოსვლებით გადაცემის სტუმრები სომხურ საზოგადოებაში რევანშისტული ძალების პროვოცირებას ახდენენ, ცდილობენ წარსულში დარჩენილი კონფლიქტის რეანიმირებას და ღიად უჭერენ მხარს სეპარატიზმს, ისევე, როგორც ორ ხალხს შორის შურსა და მტრობას. რუსეთის სახელმწიფო ტელეარხის ეთერში არაობიექტური გამონათქვამებისა და პოლიტიკური პროვოკაციების დაშვება ეწინააღმდეგება არამარტო რუსეთის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც არერთგზის გააჟღერა მისმა პრეზიდენტმა, არამედ ძირს უთხრის ნაბიჯებს, რომელიც რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების მისაღწევად გადაიდგა" - ნათქვამია განცხადებაში.


