
ხერსონში ორი რუსული კა-52–ის ჩამოგდების შესახებ იუწყებიან
24/10/2022 16:24:06 ევროპა
ხერსონის რაიონში უკრაინელმა სამხედროებმა ნახევარ საათში ორი რუსული დამრტყმელი ვერტმფრენი კა-52 ჩამოაგდეს,– იუწყება უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა.
”24 ოქტომბერს, 13:00 საათიდან 13:30 საათამდე, ხერსონის ოლქის ბერისლავის რაიონში, ოდესისა და ხერსონის საზენიტო სარაკეტო ბრიგადების ნაწილებმა ჩამოაგდეს ორი კა-52 დამრტყმელი ვერტმფრენები“, - ნათქვამია ანგარიშში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთმა 245 ვერტმფრენი დაკარგა. თავად რუსეთი არ საუბრობს დანაკარგებზე.