ბრიტანეთს ახალი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი იქნება
24/10/2022 13:23:42 მსოფლიო
გაერთიანებული სამეფოს ახალი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი იქნება.
მას შემდეგ, რაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი გამოეთიშა პრაიმერს, 100 კონსერვატორი დეპუტატის მხარდაჭერა დარჩენილი ორი კანდიდატიდან მხოლოდ რიში სუნაკმა მიიღო.
სუნაკის წინამორბედი ლიზ ტრასი პრემიერის თანამდებობიდან დანიშვნიდან 44 დღეში გადადგა. იგი ქვეყნის ისტორიაში პირველი პრემიერ–მინისტრია, რომელსაც ეს "პოსტი" ყველაზე მცირე პერიოდის განმავლობაში ეკავა.
ვინ არის რიში სუნაკი
სუნაკი ბრიტანეთში, საუთჰემპტონში დაიბადა. მისი მშობლები წარმოშობით ინდოეთიდან, პენჯაბის შტატიდან არიან, თუმცა ბრიტანეთში გადასვლამდე სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში ცხოვრობდნენ.
სუნაკი აქტიურად უჭერდა მხარს Brexit-ის კამპანიას, რომლის მიზანიც ქვეყნის ევროკავშირიდან გაყვანა იყო.
ტერეზა მეის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ იგი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე მუშაობდა.
მეის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ სუნაკი აქტიურად უჭერდა მხარს ბორის ჯონსონსაც. მისი გაპრემიერების შემდეგ კი იგი ფინანსთა მინისტრი გახდა.
დასავლური მედიის ცნობით, რიში სუნაკი რუსეთისა და უკრაინის კონფლიქტზე ძალიან ცოტას საუბრობს.


