Accentnews.ge
მედია: რუსეთში ჩამოვარდნილი Су-30-ის პილოტები შესაძლოა, უგონო მდგომარეობაში ყოფილიყვნენ ჟანგბადის ბალონებში აზოტის ნარჩენების გამო

მედია: რუსეთში ჩამოვარდნილი Су-30-ის პილოტები შესაძლოა, უგონო მდგომარეობაში ყოფილიყვნენ ჟანგბადის ბალონებში აზოტის ნარჩენების გამო

24/10/2022 10:44:16 მსოფლიო

გუშინ ირკუტსკში (რუსეთი) ჩამოვარდნილი Су-30-ის პილოტებს შესაძლოა, ვარდნამდე გონება დაეკარგათ მათთვის განკუთვნილ ჟანგბადის ბალონებში აზოტის ნარჩენების გამო, - იუწყება "რია ნოვოსტი" საგანგებო სამსახურებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

სწორედ გონების დაკარგვით შესაძლოა, აიხსნებოდეს, მისი ინფორმაციით, ის ფაქტი, რომ პილოტებმა საფრენი აპარატი საცხოვრებელ კორპუსებს არ ააცილეს და არც კატაპულტირება მოუხდენიათ.

სააგენტოს წყაროების ვარაუდით, პილოტების მიერ გონების დაკარგვის მიზეზად შეიძლებოდა, ქცეულიყო აზოტის ნარჩენები ბალონებში, რომელთაც ეკიპაჟის წევრებისთვის სახმელეთო პერსონალი ამზადებს.

ამასობაში გამოძიება ორ ვერსიაზე მუშაობს: პილოტირების შეცდომა და ტექნიკის გაუმართავობა.

ტელეგრამ-არხ "112"-ის ინფორმაციით კი, 23 ოქტომბერს საცდელი ფრენები ერთდროულად ორმა Су-30-მა აწარმოა, რომელთაგან ერთმა გეგმიური დაშვება განახორციელა, ხოლო მეორემ ფრენა განაგრძო. გარკვეული მომენტისთვის პილოტებმა კავშირზე გასვლა შეწყვოტეს და ეს 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, მაშინ მეორე თვითმფრინავი კვლავ აუშვეს ჰაერში და როდესაც იგი პირველს მიუახლოვდა, მფრინავებმა დაინახეს, რომ ეკიპაჟის წევრები უგონო მდგომარეობაში იყვნენ. პირველმა თვითმფრინავმა ვარდნა მაშინ დაიწყო, როცა საწვავი ამოეწურა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ქალაქ ირკუტსკში 23 ოქტომბერს სამხედრო თვითმფრინავი Су-30 საცხოვრებელ სახლს დაეცა. ერთი კვირით ადრე კი, კრასნოდარის მხარის ქალაქ ეისკში "Су-34"–ის ტიპის ავიაგამანადგურებლის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა 15 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. სამხედრო თვითმფრინავი ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S