Accentnews.ge
მოზამბიკი ევროპას თხევადი გაზის პირველ პარტიას ოქტომბერში მიაწვდის

მოზამბიკი ევროპას თხევადი გაზის პირველ პარტიას ოქტომბერში მიაწვდის

24/10/2022 10:22:06 მსოფლიო

მოზამბიკი იმედოვნებს, ევროპას თხევადი გაზის პირველი პარტია ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში მიაწოდოს. ამის შესახებ Reuters მოზამბიკის ნავთობრეგულატორის ეროვნული ინსტიტუტის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

ბრიტანული ენერგოკომპანია British Petroleum-ის ტანკერმა უკვე მიაღწია მცურავ პლატფორმა Coral Sul-თან მოზამბიკის ჩრდილოეთში, სადაც გაზის მოპოვება და თხევადად გარდაქმნა ხორციელდება.

British Petroleum-ს 20-წლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული ხსენებულ პლატფორმაზე ყოველწლიურად გადამუშავებადი 3,4მლნ ტონა თხევადი გაზის მოპოვებაზე.

მოზამბიკის ჩრდილოეთში, როვუმის რაიონში ინდოეთის ოკეანეს შელფზე აფრიკის გაზის ერთ-ერთი უმსხვილესი საბადო მდებარეობს. სპეციალისტები ელიან, რომ გაზის მოპოვების, გათხევადებისა და ექსპორტის 20 მილიარდ დოლარიანი პროექტის რეალიზება მოზამბიკს ყოველწლიურად დიდ შემოსავლებს მოუტანს და მის ეკონომიკას მნიშვნელოვნად წაადგება. მსოფლიო ბანკის პროგნოზით 2022-2024 წლებში ქვეყნის ეკონომიკის ზრდამ შესაძლოა, 5,7%-ს მიაღწიოს.

პროექტის ოპერატორი საერთაშორისო კონსორციუმია იტალიურ ენერგოჯგუფ Eni-ს თაოსნობით, რომელშიც ასევე ამერიკული ExxonMobi, ჩინეთის ეროვნული ნავთობკომპანია (CNPC), პორტუგალიური Galp, სამხრეთკორეული Kogas და მოზამბიკის ეროვნული კომპანია შედიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S