ირანმა და თურქეთმა გაზის ექსპორტის სფეროში შეთანხმებას მიაღწიეს
24/10/2022 09:45:58 მსოფლიო
თეირანმა და ანკარამ ირანული გაზის თურქეთში ექსპორტის საკითხზე გარკვეულ შეტანხმებებს მიაღწეის, - იუწყება სააგენტო Shana ირანის გაზის ეროვნული კომპანიის წარმომადგენელზე დაყრდნობით.
მისივე თქმით, თურქეთში გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ კომპანია Botaş-სა და ირანის გაზის ეროვნული კომპანიის ოფიციალურ პირებს შორის, რომელზეც შეთანხმების მიღწევა მოხერხდა.
"მიღწეული შეთანხმებების თანახმად, თურქეთში გაზის ექსპორტის პროცესში ყველა ტექნიკური ღონისძიება მომდევნო 6 თვის განმავლობაში მხარეთა კოორდინაციით განხორციელდება. დაგეგმილია, კერძოდ, მილსადენების შეკეთება, კათოდური დაცვა, საფარის განახლება, ასევე სადგურების განახლება ქალაქ ბაზარგანში" - აღნიშნა ირანის გაზის ეროვნული კომპანიის წარმომადგენელმა.
ცნობისთვის: ირანიდან თურქეთში გაზის ექსპორტი დღე-ღამეში საშუალოდ 30 მილიონ კუბურ მეტრს აღწევს. ამასთან, ირანს ექსპორტზე ქვეყანაში არსებული გაზის მარაგების მხოლოდ მცირე ნაწილი - დაახლოებით 6% გააქვს, მაშინ, როცა ყოველდღიურად ცხრაასი მილიონიდან ერთ მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზს მოიპოვებს.


