სანქცირებული ირანელი გენერალი – ევროკავშირს: "შეგიძლიათ, ჩემი აქტივები ნახშირის შესაძენად გამოიყენოთ, წინ რთული ზამთარია"
24/10/2022 09:06:45 მსოფლიო
ირანელი გენერალი მოჰამედ ბაგერი, რომელსაც ევროკავშირმა რუსეთისთვის "დრონების" მიწოდების ბრალდებით სანქციები დაუწესა ბლოკს ცინიკურად მიმართავს, "მისი დაყადაღებული ქონება ქვანახშირის საყიდლად გამოიყენოს, რათა ევროპელები ზამთარში გაათბოს".
„მათ უფლება ჩამოართვან გენერალ-მაიორ მოჰამად ჰოსეინ ბაგერს აქტივები მსოფლიოში და გამოიყენონ ნახშირის შესაძენად ევროპელი მოქალაქეებისთვის, წინ რთული ზამთარია“, – აცახდებს ბაგერი.
20 ოქტომბერს ევროკავშირმა რუსეთისთვის "დრონების" მიწოდებაზე პასუხისმგებელ ირანის სამ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. "შავი სიის" ფიგურანტების აქტივები ევროკავშირის ტერიტორიაზე გაიყინება.
ბოლო პერიოდში რუსეთმა უკრაინის ქალაქებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე "დრონების" გამოყენებით თავდასხმები გააძლიერა. თეირანი უარყოფს, რომ რუსეთს უპილოტო საფრენ აპარატებს აწვდის.


